წყაროს ცნობით, ირაკლის სანაცვლოდ "შახტარმა" "სელტიკის" 5 მილიონიანი და იტალიური კლუბის 10 მილიონიანი წინადადება დაბლოკა.
ირაკლი აზაროვი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დონეცკის შახტარს არ დატოვებს.
"Geo Team-ის ინფორმაციით, ირაკლი აზაროვის წარმომადგენლებს და დონეცკის "შახტარის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინელებმა ფეხბურთელის მხარეს უთხრეს, რომ ყველა შეთავაზებას დაბლოკავდნენ.
"შახტარი" ირაკლი აზაროვზე იმედებს ამყარებს და მას ახალ სეზონშიც სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელ წევრად განიხილავს.
შახტარმა ირაკლი აზაროვი 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონად იყიდა. 22 წლის მცველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს", - წერს Geo Team-ი.
აზაროვი და გოჩოლეიშვილი "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]