Geo Team: აზაროვი იტალიურ კლუბს 10 მილიონ ევროდ არ მიყიდეს

AutoSharing Option
"შახტარის" განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს არ შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ირაკლის სანაცვლოდ "შახტარმა" "სელტიკის" 5 მილიონიანი და იტალიური კლუბის 10 მილიონიანი წინადადება დაბლოკა.

ირაკლი აზაროვი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დონეცკის შახტარს არ დატოვებს.

"Geo Team-ის ინფორმაციით, ირაკლი აზაროვის წარმომადგენლებს და დონეცკის "შახტარის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინელებმა ფეხბურთელის მხარეს უთხრეს, რომ ყველა შეთავაზებას დაბლოკავდნენ.

"შახტარი" ირაკლი აზაროვზე იმედებს ამყარებს და მას ახალ სეზონშიც სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელ წევრად განიხილავს.

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "შახტარმა" მიმდინარე წლის ზაფხულში ირაკლი აზაროვზე 2 შეთავაზება დაბლოკა: "სელტიკის" 5 მილიონიანი, ხოლო იტალიური კლუბის 10 მილიონიანი!

შახტარმა ირაკლი აზაროვი 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონად იყიდა. 22 წლის მცველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს", - წერს Geo Team-ი.

alt"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

alt"შახტარმა" "სელტიკს" აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა - ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

altაზაროვი და გოჩოლეიშვილი "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
და ეს 10 მილიონად შეფასებული მოთამაშე ევროპაზე არ წაიყვანეს
ეეხ
16:49 27-07-2024
8
აი ესაა ჩვენი "მეგობარი" უკრაინა @ ასე ბლოკავენ ქართველ ფეხბურთელებს ყოველთვის @ ლიპატრიას ტრანსფერიც ასე დაბლოკეს წიტაიშვილის ამბავი ყველამ იცის რასაც უშვრებიან ! ხოჭოლავას ულტიმატუმი წაუყენეს ან ნაკრებს აირჩევ ან სკამზე დაგსვამთო და იმანაც უარი თქვა ნაკრებზე @ ვაჩიბერიძე გაქანებული ომის დროს დაბრუნდა უკრაინაში "მეტალისტში" და იმ ნაბ...ბმა იმით გადაუხადეს მადლობა რომ სკამზე დასვეს და არც სხვაგან არ უშვებენ @ კალათბურთში რეებიც იკადრეს ჩვენებთან ეს ყველამ ვიცით @ ეს სპორტზე და სხვაზე კიდევ--შარშან როგორ დაბლოკეს უკრაინაში ერისიონის და რუსთავის გასტროლები @@ და ჩვენი იდიოტები ისევ " მეგობრებს" და "პარტნიორებს" ეძახიან @@
zura222
16:29 27-07-2024
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული