დუბლი პლუს საგოლე პასი "ვილიარეალთან" - ზურიკოს დიდებული დებიუტი "სენტ-ეტიენში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ტონონ-ლე-ბენში "ვილიარელთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა.

დავითაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში ჯერ თავად გახსნა ბრწყინვალე გოლით ანგარიში, შემდეგ ფლანგზე მეურვეს გაექცა და ჯიბრილ ოტმანს გაატანინა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შორიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

"ზურიკოს ფესტივალი - მისი წინამძღოლობით გავიმარჯვეთ", - წერს კლუბის საიტი.

"სენტ-ეტიენი" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს, ხოლო 18 ივლისს ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდებულიაააა!
ეგრე გააგრძელე, ზერააა!
გია_544
09:36 28-07-2024
0
რუბინში,ზურიკო ძირითადში რომ თამაშობდა,ხვიჩა დუბლებში ეჯდათ ხოლმე.მერე,თანდათან გაიხსნა ხვიჩა,ზურიკო კი,როგორღაც ჩაქრა.საფრანგეთშიც დიდხანს დასჭირდა შეგუება და მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში იწყებდა ნორმალურ თამაშს.მხოლოდ ამ გაზაფხულზე დაეტყო,რომ თავის თავს პოულობდა და გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა.უკვე ევროპის ჩემპიონატ მოვლილს,სენტ ეტიენში,სავარაუდოდ,როგორც გუნდის მომავალ ლიდერს ისე აღიქვამენ და თავდაჯერებული ზურიკო დავითაშვილი,მართლაც ბევრს შემატებს სენტ ეტიენს.მშვენიერი დასაწყისი,რა თქმა უნდა დაეხმარება სწრაფად გახსნაში.იქნებ ხვიჩასავით დამანგრეველი სტარტიც ჰქონდეს, სენტ ეტიენში.რატომაც არა?მიქაუტაძესაც ხომ ჰქონდა,საფრანგეთში!
სოსო
03:13 28-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული