"ბორდოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გასხვისებას შეეცდება.
"ზურიკო შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის იღიმის, ჭკვიანია და სხარტად აზროვნებს.
ის თავდაჯერებულია და ბურთის მიღებაზე უარს არასდროს ამბობს, რაც მწვრთნელისთვის დიდი სიამოვნებაა.
ლიგა 1 ლიგა 2-ისგან განსხვავდება და ბურთით თამაშისას უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან უმაღლეს ლიგაში მეტოქეები შეცდომას იშვიათად გპატიობენ.
დავითაშვილი შედეგიანობის მხრივ უნდა
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშრომელია, მწვრთნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ფეხბურთზე გიჟდება.
ის ჯერ ახალგაზრდაა, 3-4 წელი აქვს იმისთვის, რომ სათანადოდ განვითარდეს. ჩემი აზრით, "სენტ ეტიენი" 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება", - განაცხადა
გიონმა.
წყარო
დავითაშვილი VS მიქაუტაძე პირველივე ტურში? - ტოპლიგებში მეტ ქართველს ველით!..
ოფიციალურად - დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელი გახდა [VIDEO]
23 წლის ფეხბურთელი თითქმის ზრდასრულია უკვე და ტოპობაზე თუ აქვს პრეტენზია, უკვე ძალიან მაგარი უნდა იყოს. არ ნახეთ ამ ევროპაზე 17-21 წლის კაცები რას შვრებოდნენ? არდა გიულერი, იამალი, ნიკო უილიამსი, ჯუდ ბელიმგემი. მაგათ დონეზე თუ არა მაგათ 60-70% ხომ მაინც უნდა შეგეძლოს თამაში.
23 წლის ფეზბურთელი აღარ არის ხალხო პატარა ბიჭი, გაიგეთ. აგერ მამარდა და ხვიჩა 23 წლისები ტოპები არიან უკვე. იშვიათი გამონაკლისია მაოფლიო ფეხბურთში, როცა ვიღაც 23 წლის მერე გახდა ცნობილი. ჯეიმი ვარდი და კევინ ფილიფსი მახსენდება ყველაზე ნათელი მაგალითი. მაგრამ ეგენი იშვიათი გამონაკლისებია.