"კვარამ" თავის პირველივე მატჩში გაიტანა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ ალბანეთის „ეგნატია“ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ის ძალინ აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევა მისი მონაწილეობით წარიმართა, 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.

მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა, „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია
(21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)

ნაპოლი (პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა

ნაპოლი (მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე

altორი საგოლე პასი წელიწადში - "ნაპოლი" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

alt"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ უნდა წამოვიდეს კვარა მანდედან-მთელი ინტერნეტი გადავქექე და ვერსად ვერ ვნახე ამ თამაშის ლინკი @ სადაც აქამდე ვუყურებდი ნაპოლის ამხანაგურ თამაშებს ისინიც დაუბლოკია იმ ბებერ ფულის ღორს @ ყველაფერზე ფულის კეთება უნდა@ ვარჯიშებზეც კი ბილეთებს ყიდის ! და თანაც ისეთ ფასებს ადებს იქაურები აპროტესტებენ--ლამის ჩემპიონატის თამაშების ფასებიაო ! ადრე ვარჯიშებს აჩვენებდა კალჩონაპილი24 და ის ვარჯიშები უკვე 1 წელია დაბლოკა @ არქივიც კი არ იძებნება ნაპოლის (ალბათ ეგეც ფასიანი გახადა)ხანდახან საინტერესოა კვარას მაგარი ძველი თამაშების ყურება მაგრამ ნაპოლის საიტზე არაა ის თამაშები და კვარას 5-6 თამაშს მეტოქე გუნდების არქივებზე ვუყურე ! ასეთი წუწურაქი და ფულის ღორი ჩვენი კაჟაია ბულავაც კი არ იყო ! P.S.ისე არც სენტ-ეტიენიც არ ბრწყინავს მაგ მხრივ--ზურიკოს უმაგრეს სადებიუტო თამაშს ვილიარეალის იუთუბ არხზე ვუყურე . რაღა ასეთ დურაქ გუნდებში გადადიან ჩვენები რაა @
zura222
00:40 29-07-2024
18
აბა 7 ნომრიანი მაისურიო? მე გამიხარდებგა თუ არ გამოცვლის. 7 ბევრი ვარსკვლავი ყოფილა და 77-ზე ეგრევე კვარას გაიხსენებენ.
ქომაგი
10:50 29-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული