"თუ ჩვენთან დარჩება, გამიხარდება, მაგრამ..."- ქოჩორაშვილის მწვრთნელმა ქართველის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ Las Provincias-თან ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა.

კალეროს თქმით, ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ქოჩორაშვილი "ლევანტეში" დარჩება, თუმცა კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს.

"გიორგი ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი იყო, რა თქმა უნდა, ევროპირველობაზე მისი თამაშით ამაყები ვიყავით. ფინანსური საკითხები ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუ დარჩება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს, რადგან ფინანსები გვჭირდება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის ყოლაზეც უარს არცერთი მწვრთნელი არ იტყოდა. როცა დაბრუნდა, ვესაუბრე. ძველებურად მშიერია და
წარმოუდგენლად ენერგიულია", - განაცხადა კალერომ.

Mundo Levante-ს ჟურნალისტის, ერიკ მარტინ გასულას ინფორმაციით, ლა ლიგის ერთ-ერთ გუნდი, რომელიც "ლევანტეს" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილის შეძენით ინტერესდება, "ესპანიოლია".

კატალონიური კლუბი, რომელიც "ბარსელონას" საძულველი მეტოქეა, ჩვენებურის გარშემო შექმნილ სიტუაციას სწავლობს და შესაძლოა, მალე ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთოს.

altდასახელდა ლა ლიგის გუნდები, რომლებიც ქოჩორაშვილის დამატებით ინტერესდებიან - ქართველს შესაძლოა, "ბარსელონასთან" დიდი ჯახი მოუწიოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული