"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ "ტულუზასთან" ამხანაგურ მატჩში (0:1) მარცხის შემდეგ "ლიონის" ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ჯალოროსის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის "მეციდან" დამატება სურდა, თუმცა გიორგი მშობლიურ კლუბში აღმოჩნდა.

დე როსის თქმით, იგი მიქაუტაძეს ესაუბრა, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

"სხვა კლუბის ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორია. დიახ, ზარი შედგა და საუბარი ნამდვილად პოზიტიური იყო, თუმცა შინაარსზე საუბარს არ ვაპირებ", - განაცხადა დე როსიმ.

შეგახსენებთ, "ლიონმა" მიქაუტაძე "მეციდან" 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ
შეიძინა.

altმიქაუტაძე VS საზონოვი - ქართველის დაბრუნება "ლიონში" და საბას წასული კონკურენტები...

alt"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

altმიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომას მოუხდებოდა მაგრამ ლიონი მშობლიური კლუბია და არაუშავს იყოს ლიონი
ტოტტი
14:35 29-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული