მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს.

წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ "ღამურების" მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ.

Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიკურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ.

თავის მხრივ, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს და პრემიერლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ მინდა ეს ვნახო და იმედია პირველ რიგში თავად მამარდას.. კაცს სულ ცოტა რომელიმე ტოპ5 ჩემპიონატი აქვს მოსაგები და ჩემი აზრით ლიგაც, რა დროს ბედუინების ოაზისია
ალექს
21:16 29-07-2024
8
იყო არაბეთს მამარდა, მეკარე ღმრთისგან სვიანი;
მაღალი, სწრაფი, მდაბალი, დამცველ მრავალი, ჭკვიანი
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული;
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
რუსთველი
10:41 30-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული