მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს.

წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ "ღამურების" მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ.

Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ.

თავის მხრივ, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს და პრემიერ ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
თუ მივიჩნევთ რომ მამარდაშვილის გადასვლა საუდის არაბეთში მისი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯი იქნება, (კომენტარებში ბევრი წერს რომ მერე გადავიდეს) მაშინ ამ ლოგიკით რატომ არ შეიძლება საგარეო პოლიტიკაშიც პრაგმატულები ვიყოთ და ვივაჭროთ რუსეთთან საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ?
გურამ
22:43 29-07-2024
3
არაბეთში ვინც მიდის, ყველა მეძავია. რუსეთში თუ სირცხვილია გადასვლა, რა პარამეტრებით სჯობს საუდის არაბეთი?
Rezo
22:33 29-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული