69 - მიქაუტაძემ "ლიონში" განსაკუთრებული ნომერი აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეციდან" "ლიონში" გადასულმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში ვარჯიში დაიწყო და მაისურის ნომერიც აირჩია.

bfmtv და footmercato იტყობინებიან, რომ ქართველის ნომერი განსაკუთრებულია - 69. საქმე ისაა, რომ გიორგი  რონის დეპარტამენტშია (ადმინისტრაციული ცენტრი ლიონი) დაბადებული, რომლის გერბზეც რეგიონის 69 ნომერია გამოსახული.

მიქაუტაძის მაისურები უკვე იყიდება კლუბის მაღაზიებში.

"ოლიმპიკი" 31 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ბურგუან-ჟალეში ამხანაგურ მატჩში "ტორინოს" შეხვდება და სავარაუდოდ, ქართველის დებიუტი შედგება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
საფრანგეთში ყველა კუთხეს თუ რეგიონს თავისი ნომერი აქვს.ლე-მანი მაგალითად 72 ნომერია,პარიზი 75,სტრასბურგი 67 და ა.შ. პორნოგრაფიის გამო არ აუღია,ზოგიერთი ჩუკენმაისტერის გასაგონად ვწერ.
ქართველი
21:55 29-07-2024
3
ვაა, მაგარი პოზაა:D
მწარე
21:19 29-07-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული