კონტეს ქანცგამწყვეტი ვარჯიშისას კვარაცხელიამ მოედანი დატოვა

AutoSharing Option
Tutto Napoli იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ეგნატიასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.

კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით, შეხვედრის შემდეგ მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ასეა, როცა მაღალი მიზნებისთვის იბრძვი ფიზიკური კონდიცია და გამძლეობა უმთავრესი ფაქტორებია. კონტე არც სადისტია და არ მანიაკი, უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი ხარისხის ფიზ.მომზადების გარეშე ფონს ვერ გახვალ და ეს ყველაზე კარგად ზუსტად მან იცის. წინა სეზონშიც თვალსაჩინო იყო ის გარემოება, რომ ნაპოლის ფეხბურთელების უმრალვესობა მე-60 წუთისთვის მკვეთრად უკლებდა მოძრაობასა და სისწრაფეებს, ხოლო თუ ამ ორ კომპონენტში მოიკოჭლებ განწირული ხარ. სხვათა შორის კვარასთვისაც დღემდე აქილევსის ქუსლია გამძლეობა, ტექნიკური მოთამაშისთვის კი ეს ძალიან დიდი მინუსია, რადგან შენი ტექნიკა მუშაობს მანამ, სანამ ფეხში ძალა და ე.წ "დიხალკა" იგივე სუნთქვა გაქვს. შეხედეთ ვინისიუსს, საკას, მარტინელის... როცა მათ ხვიჩას ადარებთ, 90 -ე წუთზე იმავე ხარისხით დარბიან და ატყუებენ მოწინააღმდეგეს, როგორც მე - 10 ზე, ამიტომ როდესაც მავანი კვარას რეალის , არსენალისა და ლივერპულის დონის კლუბში გადასვლაზე საუბრობს, იცოდეთ, რომ როგორც მინიმუმ იმავე ფიზიკურ კონდიციაში იყოს, როგორშიც სხვა ტოპ დონის ვინგერები, რაც უმაღლესი დონის ფიზ.მომზადების გარეშე შეუძლებელია.

პ.ს ფეხბურთის და მისი თანამედროვე მოთხოვნილებების არმცოდნეები და კერპთთაყვანისმცემლები ნუ გამოხტებით, თქვენი შეხედულება არაა საინტერესო.
ABARA
12:19 30-07-2024
3
აქ უნდა ჩამოიყვანო კონტე და დინამოში დანიშნო რწყევით გასკდებიან "ფეხბურთელები"
ბაჩო
06:59 30-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული