Tutto Napoli იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ეგნატიასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.
კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით, შეხვედრის შემდეგ მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.
პ.ს ფეხბურთის და მისი თანამედროვე მოთხოვნილებების არმცოდნეები და კერპთთაყვანისმცემლები ნუ გამოხტებით, თქვენი შეხედულება არაა საინტერესო.