ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის "ულსან ჰიუნდაიმ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე დაიმატა. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

26 წლის ქართველმა თქვა, რომ ახალ გუნდში გადასვლით დიდ მოტივაციას გრძნობს. იცის იმის შესახებ, თუ რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა "ულსანში" მის ქართველ წინამორბედ ვაკო ყაზაიშვილს.

გიორგიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი ადაპტაცია და შემდეგში გუნდის გამარჯვებებში წვლილის შეტანაა.

არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში, სავარაუდოდ, 10 აგვისტოს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 26-ე ტურში შედგება, სადაც "ულსანი" "დაეგუს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფაქტია უმაღლეს ლიგაზე საგრძნობლად უკეთეს ჩემპიონატში წავიდა თან სავარაუდოდ ნორმალური ფინანსური დაინტერესებითაც. წარმატებები და წინსვლა არაბიძეს!
gionat
23:50 31-07-2024
1
არაბიძე ძალიან კარგი პიროვნება და ფეხბურთელია.არაბა ძალიან დაჩაგრეს.
ბუთა
19:37 31-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული