ხვიჩას ნეაპოლური ხვედრი - იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი

AutoSharing Option
რადიო CRC აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შვებულების შემდეგ „ნაპოლიში“ დროულად გამოცხადდა, თავს მშვიდად გრძნობს, თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა ახალი სეზონი საუკეთესოდ დაიწყოს; კონტრაქტის განახლების საკითხს კი სექტემბერში განიხილავენ. გუშინ კვარაცხელია მატეო პოლიტანოსთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა, ავტოგრაფები დაარიგა და სურათები გადაიღო.

AreaNapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველმა ალესანდრო დ’არიამ „ბრესტთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მართალია, ჯაკომო რასპადორიმ კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი არ არის; პასკუალე მაცოკი სასარგებლოდ მოქმედებდა, ხვიჩას რამდენიმე მახვილგონივრული პასი ვერ გამოიყენა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, ხოლო ქართველი ახალ პოზიციაზე, მოედნის ცენტრში
თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა ჯერ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის.

ხვიჩას შესახებ "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ისაუბრა:

„წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ იგივე შეიძლება გააკეთოს, რასაც ედენ აზარი „ნაპოლიში“ აკეთებდა? თუ „კვარა“ ედენს ჰგავს, მაშინ მე დიეგო მარადონა ვარ. აზარის თამაში ჯერ კიდევ 2008 წელს ვნახე, კაკას ტიპის ფეხბურთელი იყო.

„კვარა“ მეორე თავდამსხმელია. გასულ ორ სეზონში გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა. ძლიერი ფეხები აქვს და შეტევის დარტყმით დასრულებას ცდილობს. მარჯვნივაც ურტყამს და მარცხნივაც. საქართველოს ნაკრებში გატანის გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვინაიდან მეორე ფორვარდთან ახლო თამაშობს და მასთან ერთად უტევს. კონტესთან უფრო მოტივირებულად გამოიყურება? მას მოტივაციას ფული სძენს, რომელიც კონტრაქტის განახლებით ან სხვა კლუბში გადასვლით შეუძლია მიიღოს“.

ერთი სიტყვით, „კვარასგან“ ახალ სეზონში ბევრს ელიან, რამეთუ გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად მოიაზრებენ, წარმატების შემთხვევაში შეაქებენ, ხოლო წარუმატებლობისას მისი ყველა დამსახურება დავიწყებას მიეცემა. რას იზამ, ასეთია გამორჩეული ფეხბურთელის ხვედრი.

altწინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩა დაუმტკიცეყველას შენი საუკეთესოობა!
ლაშა
20:42 02-08-2024
2
ე.ი დასცინა ამაფედელასტმა, ეგ თუ ედენია, მე მარადონა ვარო.
სოსო
19:49 02-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული