შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, კვარაცხელიას კარგი პასი მაზოკიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, 26-ე წუთზე კი მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად სტუმრები ვან დე ბეკმა დააწინაურა. კონტეს გუნდმა წინასასეზონო სპარინგებში პირველად გაუშვა გოლი.
მეორე ტაიმში ტრავმირებულმა მაზოკიმ სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და ის ძერბინიმ შეცვალა. ხვიჩასთან უხეშობის გამო მსაჯმა არნაუ გააფრთხილა. მეკარე გასანიგას შეცდომით ანგისამ ვერ ისარგებლა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამაგიეროდ შანსი დავიდ ლოპეს ვილამ არ გაუშვა ხელიდან და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია ოსიმენის შეცვლაზე შესვლას აანონსებდა, ის განაცხადში არ იყო. ერთი სიტყვით, "ნაპოლი" მეტოქემ დაჯაბნა და თავისი გუნდის მარცხს ტრიბუნიდან მოწყენილი უყურებდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
10 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი თასზე „მოდენას“ უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.
კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 ვან დე ბეკი (23), 0:2 დავიდ ლოპეს ვილა (83)
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი (ძერბინი 56), ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა (რაფა მარინი 76), პოლიტანო (ნგონჟი 89), კვარაცხელია, რასპადორი (სიმეონე 76)
"ნაპოლის" ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება