ახლა გუნდს სხვა პრიორიტეტები აქვს - კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი დაიწყებს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

"პარტენოპეი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში შეუდგება.

აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა იქნება, გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

შეხსენებისთვის, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, იქამდე კი, იტალიის
თასის 1/32-ფინალში, 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "მოდენას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ხვიჩას ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და აქვს კიდეც. ჯუღელი ხელწამოსაკრავი კაცი არაა, ყველა ვერ იქნება ჩვენი მოსაწონი ფიზიონომიის. როცა პირველად ნაპოლიში მიდიოდა, ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, გაიხსენეთ სამი ჯურნალისტის გადაცემა ამ თემაზე და მიხვდებით.... არც ჯუღელი შეცდება და არც ხვიჩა დაიჩაგრავს თავს...წარმატებები ორივეს!
xaba
06:55 07-08-2024
0
ნუ ნერვიულობთ, ხვიჩა კონტრაქტის გარეშეც იღებს იმას რაც მისაღებია და კმაყოფილია ორივე მხარე.
სიმენონი
00:08 06-08-2024
2

სიახლეები პოპულარული