საქმე სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

AutoSharing Option
RELEVO იტყობინება, რომ "ლივერპული" ვალენსიას მეკარით, გიორგი მამარდაშვილით, დიდი ხანია დაინტერესებულია და მზადაა მის შესაძენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

კერძოდ, "ლივერპული" მამარდაშვილის შესაძენად 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ კვირაშია დაგეგმილი.

აქ ერთი ნიუანსიცაა - ალისონ ბეკერი გუნდის დატოვებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართველის ფასი ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ და გამოსავალი იპოვეს.

გიორგის არ სურს ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც სასტარტოში არ იქნება. ამიტომ "ლივერპული" მის
შეძენას და იჯარით "ბორნმუთში" გაშვებას გეგმავს, სადაც პრემიერლიგაში ადაპტირებას შეძლებს. აღნიშნულია, რომ თავის მხრივ "ბორნმუთი" მამარდაშვილთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
, რას იხდიან თვარა კიიი,
ვაახ ჩემი კაი ტოოო
18:05 06-08-2024
1
ისე დაგიმშვენდა ცხვირი ვალენსია, რომ მშვენიერი გუნდია, მერე მეორე თავათ ვალენსია ცდილობს გაყიდოს 40 მილიონაD და ბორმუთს კი არა არაბებს მიყიდის თუ სხვა არ გადაიხდის, დიმიტრიევსკი იმიტომ მიიყვანა, რომ გიორგის გაყიდვა უნდა.
G.LA-s
17:24 06-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული