კვარაცხელიამ ვერ ივარჯიშა - ითამაშებს "მოდენასთან"?

AutoSharing Option
Spazio Napoli-ი იტყობინება, რომ მარჯვენა ფეხის კუნთის დისკომფორტის გამო ხვიჩა კვარაცხელიას დღეს კასტელ დი სანგროში "ნაპოლის" საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია, რაც მწვრთნელის, ანტონიო კონტესთვის საგანგაშოა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელია გუნდის ექიმს რაფაელე კანონიკოს ესაუბრებოდა და კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ხვიჩას დაზიანება და შეძლებს თუ არა 10 აგვისტოს თასზე "მოდენასთან" თამაშს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული