კვარაცხელიამ პენალტი წესების დარღვევით გაიტანა? - "მოდენას" მეკარის პროტესტი და იტალიელი მსაჯის პასუხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/32-ფინალში "ნაპოლიმ" "მოდენას" უმასპინძლა და შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით მოიპოვა.

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შესრულება ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება, რადგან მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ჯოვანი ზარომ ალექს მერეტის კარი ვერ აიღო და შედეგად, "პარტენოპეიმ" რთულად, მაგრამ ეს ბარიერი დაძლია.

ქართველი ფეხბურთელის შესრულებულ პენალტს "მოდენას" კიპერ 27 წლის რიკარდო კანიოსგან პროტესტი მოჰყვა. მან მსაჯ კევინ ბონაჩინას უთხრა, რომ ხვიჩამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი წესების დარღვევით შეასრულა, მაგრამ არბიტრმა ჩვენებურის გოლი ჩათვალა. 

მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივი Mediaset აზრს ყოფილ
მსაჯ გრაციანო ცეზარის დაეკითხა, რომელმაც ასევე კვარაცხელიას დარტყმაში წესების დარღვევა ვერ დაინახა.

"მოდენას" მეკარემ კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტი გააპროტესტა, მაგრამ უსამართლოდ. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ხვიჩა სირბილს ანელებს, მაგრამ მოძრაობას არ აჩერებს და ერთად ადგილას არ დგას, ამიტომ ეს წესების დარღვევად არ ითვლება", - თვქა ცეზარიმ.

alt"ეს მხოლოდ დროის ამბავია" - "ნაპოლის" ახალწვეულმა ქართველზე ისაუბრა

altხვიჩას გადამწყვეტი პენალტი - "ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუსტად ასე ასრულებდა პენალტებს რივალდო!
ლაშა
15:28 11-08-2024
1
ადრე ასეთები არ ითვლებოდა. მაგრამ უკვე 20 წელზე მეტია, რაც ყველა თვალებს ხუჭავს ამ დარღვევაზე.
წესი ასეთია: Once the kicker reaches the ball, their last step and kick must be in one fluid motion.
რეალობა
12:56 11-08-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული