ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტირასპოლის "შერიფში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი მოლდოვაში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი "შერიფთან" ხელს 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.

მამუჩაშვილი "შერიფს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, მამუჩაშვილი ბათუმის "დინამოს" ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.

altბათუმის "დინამომ" "ბორაცს" მამუჩაშვილის დუბლით სძლია [VIDEO]

altვლადიმერ მამუჩაშვილი ერთ სეზონში ორჯერ გახდა ჩემპიონი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლადოს ჩემგან უდიდესი პატივისცემა! საქმისადმი ასეთი პასუხისმგებლიანი და რეჟიმის დამცველი ქართულ გუნდებში მინიმუმ 2-2 ფეხბურთელი რომ იყოს, მე ვფიქრობ სულ მინიმუმ უკეთესი იქნებოდა საყურებლად ჩვენი ჩემპიონატი. და კიდევ, ეს რა იცით საქმეში აშკარად ჩაუხედავმა ადამიანებმა, იქ რატომ გადავიდა, აქ რატომ არ გადავიდა და ასე შემდეგ. თქვენ ხომ არ იცით შიდა სამზარეულოში რა ხდება და უბრალოდ რომ მივულოცოთ და წარმატება ვუსურვოთ ასეთ მაგარ ადამიანს და პროფესიონალს, ხომ შეიძლება?! იმედია არავის ეწყინება ჩემი კომენტარი. წარმატებები ლადო მამუჩაშვილს და იმედი მაქვს პირადად გავიცნობ ოდესმე.
იღბლიანი
15:55 12-08-2024
0
მოლდოვის ჩემპიონატი დაბალი დონეა, მაგრამ თვითონ შერიფი ოკ.
წარმატებები მამუჩაშვილს
გენა
15:35 12-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული