გუშინ ბრიტანული სანდო გამოცემა Metro წერდა, რომ ინგლისელებმა და ესპანელებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს და "მერსისაიდელები" ოფიციალური შეთავაზებით 72 საათში დაბრუნდებოდნენ.
Revelo გვაუწყებს, რომ ახლა საბოლოო სიტყვა "ღამურების" პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა უნდა თქვას, თავად ქართველ მეკარეს "ენფილდზე" გადაბარგება კი ძალიან უნდა.
მოგეხსენებათ, "ლივერპული" 1 სეზონით მამარდაშვილის განათხოვრებას პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში აპირებს, რათა ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღოს.