კონტრაქტის გახანგრძლივება დე ლაურენტისის მამის დაარსებულ კომპანიაში - ხვიჩასა და "ნაპოლის" ახალი შრომითი ხელშეკრულების დეტალები

AutoSharing Option
დღევანდელი Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" კონტრაქტის გახანგლძრივების ახალ დეტალებზე წერს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ჩვენებური "პარტენოპეისთან" ახალ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ეს ცერემონია "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მამის ლუიჯი დე ლაურენტისის მიერ დაარსებული კომპანია Filmauro-ში შედგება, რომელიც ფილმების გადაღებასა და მის გაყიდვას აწარმოებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Zura222... მსჯელობა აქვს, ქვას გახეთქავს... არ ითამაშოსო, მოედანზე სასეირნოდ გამოვიდესო და თან ამბობს, სკამზე ვერ დასვამენო... ხო, ზუსტად მასეა, მოედანზე სასეირნოდ გამოსულ ფეხბურთელს, კონტე ყოველ თამაშში სასტარტოში დააყენებს!... სასაცილო არაა ეხლა ამის მსჯელობა?!.. თუ არა და, არაუშავს, იყოს ნაპოლიში მილიონ ნახევრიანი კონტრაქტით კიდე სამი წელიო... და ამ სამ წელიწადში რა მოხდება იცის ვინმემ?!... ეს zura ეტყობა გაგებაში არაა თუ რამხელა სტრესია ვარსკვლავისათვის სამი წელი მიზერული ხელფასით თამაში... არავინაა სულელი რომ ასე მოიქცეს, მაგრამ ვთქვათ რომ მართლა ასე მოიქცეს, ამან შეიძლება ადამიანი ფსიქოლოგიურად გატეხოს...ან და, ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა და, მძიმე ტრამვა რომ მიიღოს დავუშვათ და კონტრაქტის ბოლო წელს... აი ისეთი, ჩაკვეს რომ ორი წელი გაუცდა... ამ შემთხვევაში რა ხდება, ვკითხოთ ერთი zuras...კარგი ხელფასია 6 მილიონი... ეს ოთხჯერ მეტია ვიდრე ეხლა აქვს... მითუმეტეს, ისეთი კლუბისათვის, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო არა რამე სხვა ბიზნესებია, არამედ ძირითადი შემოსავლის წყარო არის თავად კლუბი და ფეხბურთი....ოსიმენს ათი მილიონი ხელფასი არის სულ სხვა შემთხვევა...აქ ლოურენტისი უბრალოდ იძულებული იყო ოსიმენის მოთხოვნას დათანხმებულიყო...თუ რატომ და რისთვის, ამაზე ეხლა არ დავწერ... რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი, მაგრამ ეს მოლაპარაკების საკითხია... ხვიჩა განაახლებს კონტრაქტს...სპორტული თვალსაზრისით, ეს მისთვის ფსიქოლოგიური სიმშვიდის მომტანი იქნება...მერე კი, ბევრი ვარჯიში და თამაშისას თავდადება...ღმერთი ფარავდეს!
ქუთაისი
14:28 17-08-2024
9
ეგ პომპეზურობა წუწურაქმა ლაურამ გაიკეთოს ერთ ადგილში @ არ უნდა დათანხმდეს კვარა ახალ კონტრაქტს თუ გამოსასყიდ თანხას არ ჩააწერინებს მაქსიმუმ 100 მილიონ ევროს ! და თუ ლაურა არ დათანხმდება მაშინ დაატოვებინოს ძველი კონტრაქტი და ისე ითამაშოს იქ რა ხელფასსაც გადაუხდიან (ანუ თავს გაუფრთხილდეს ბრძოლებში არ შევიდეს და ნაკრებისთვის შეინახოს თავი) სკამზე დასვამენ ? ვერ დასვამენ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ! ამ წლის დეკემბრის ფანჯარაშივე გაყიდიან გაითვალისწინებენ ოსიმენის ამბავს (მანამდე შეიძლება ვინისიუსიც დათანხმდეს არაბების ზღაპრულ პირობებს და რეალში გათავისუფლდება ხვიჩასთვის ადგილი და აისრულებს ოცნებას რეალში თამაშს) არ გაყიდიან და დარჩება 2027 წლამდე ძველი კონტრაქტით არაუშავს მილიონ ნახევარს თუ მიიღებს ისევ წელიწადში და მერე თავისუფალი აგენტი რომ გახდება და უფასოდ წაიყვანს რომელიმე გრანდი იმხელა ხელფასს დაუნიშნავენ რომ თავისუფლად აინაზღაურებს ამ 3 წელში დაკარგულ იმ 13 მილიონს !
zura222
12:54 17-08-2024
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული