კვარაცხელიამ მოედანი დაზიანების გამო დატოვა - "ვერონასა" და "ნაპოლის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
სერია A-ს პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი „ვერონასა“ და „ნაპოლის“ შორის 0:0 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელსაც ეუხეშებოდნენ და ტშატშუას ყვითელი ბარათი მიაღებინა. თუმცა, ნეაპოლელებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი ანგისას მიეცა, მაგრამ მან დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ ანგისამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ცოტა ხანში კარგი კომბინაცია ლობოტკამ ვერ დააგვირგვინა. მერე ხვიჩა მეკარე მონტიპოსთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მის მიერ დარტყმული ბურთი ტშატშუამ დაბლოკა.
თან "კვარას" მცველი შეეჯახა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და რასპადორიმ შეცვალა.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი

altკვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 13 /
Ნადირობენ ხვიჩაზეც ეს როსკიპი ქათმები, აქ ვერ ვიგინები, გაგიჟებული ვარ ესე მიზანდასახულად ბიჭი როგორ დაჩეხეს. Ხან უკნიდან თავში, მერე წვვივებში,მულებში კოჭებში... Ვერონას მწვრთნელის და ყველა შემსრულებლის მიუვიდეს ქართველი გულშემატკივრების მათდამი სურვილები!!! Ესე ფეხბურთელის თავიდანვე ჩეხვა სერიოზული დამსჯელო უნდა გახდეს იტალიაში. Სუფთა ნაბოზრები, როგორ აკლია ოსიმენის პადდეჟკა... Სიტყვები არ მყოფნის მეგობრებო... Ვახხხხ...
Დათო
21:34 18-08-2024
3
ერთია, როცა თამაშის დროს გირტყამენ - ამას თანამედროვე ფეხბურთში ვერ ასცდები, მაგრამ არასათამაშო ეპიზოდში დარტყმა, რამდენადაც ვიცი, სპორტის ყველა სახეობაში დასჯადია... შესაძლოა, მსაჯს გამოეპარა ( სხვათაშორის, ამ სტატიის ავტორსაც), მაგრამ ვარ-ს ვერ გამოეპარებოდა, გამეორებაზე მშვენივრად გამოჩნდა ყველაფერი... ხვიჩა სწორად მოიქცა, რომ აღარ გააგრძელა, მასზე აშკარად ნადირობდნენ და აბსოლუტურად დაუცველი იყო...
ვოოტ
21:37 18-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული