მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ლიონი" "რენთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები ბურიჟოს და გუირის გოლებით დაწინაურდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პირისპირ გასულ ბლასს მეკარე პერიმ არ გაატანინა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მიქაუტაძე აქტიურობდა და მასთან უხეშობისთვის ოსტეგორმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, გუირიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფოფანამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი მეკარე მანდანდამ მოიგერია. ბოლოს „ოლიმპიკის“ კარი მეისტერმა დალაშქრა და „რენმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

24 აგვისტოს „ლიონი“ „მონაკოს“
უმასპინძლებს.

რენი. „როაზონ პარკი“
რენი - ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბურიჟო (19), 2:0 გუირი (21), 3:0 მეისტერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (72)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთ ვიდეოს ვუყურე, კარის ცხრიანში კალათბურთის რგოლი იყო მიჭედილი და პატარა ბიჭს არტყმევინებდენ პენალტს. ათი დარტყმიდან 6 რკალში გააძვრინა, ხოლო დანარჩენი კარზინის რგოლს მოარტყა. არ არსებობს მეკარე, როგორც არ უნდა გამოიცნოს დარტყმის მიმართულება, რომ ცხრიანში დარტყმული ბურთი აიღოს. ხომ ნახეთ მამარდაშვილმა ლევანდოვსკის დარტყმა გამოიცნო, მაგრამ ვერ აიღო, თუმცა არც ისე მაღალ კუთხეში დაურტყავს ლევანდოვსკის. ვერ გავიგე, რით ვერ უნდა ისწავლოს ფეხბურთელმა 11 მეტრიდან ცხრიანში დარტყმა? ამას მეც კი ვაკეთებდი, როცა ბურთის სათამაშოდ მოვიცლიდი.
ჟორა გაბრიჭიძე
09:07 19-08-2024
1
ლადოია ბიჭო არ უნდა დაგეწუნებინა მონაკოო. მართალიც უთხრეს. ნუ პროფესორობ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული