მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ლიონი" "რენთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები ბურიჟოს და გუირის გოლებით დაწინაურდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პირისპირ გასულ ბლასს მეკარე პერიმ არ გაატანინა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მიქაუტაძე აქტიურობდა და მასთან უხეშობისთვის ოსტეგორმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, გუირიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფოფანამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი მეკარე მანდანდამ მოიგერია. ბოლოს „ოლიმპიკის“ კარი მეისტერმა დალაშქრა და „რენმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

24 აგვისტოს „ლიონი“ „მონაკოს“
უმასპინძლებს.

რენი. „როაზონ პარკი“
რენი - ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბურიჟო (19), 2:0 გუირი (21), 3:0 მეისტერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (72)

მკითხველის კომენტარები / 17 /
წინასწარ ნუ დებთ მატჩის კალენდრებს ხო ხედავთ ითვალება...რომ მოიგებენ მერე გააშუქეთ
გიო
10:41 19-08-2024
0
თამაშს ვუყურე ბევრისგან გასხვავებით. თანაგუნდელებზე უკეთ გამოიყურებოდა.
პენალტის დროს თვალებში ვუყურებდი (სახეს აჩვენებდნენ) და გულმა მიგრძნო, რომ არ იყო მზად დასარტყმელად. მეკარე პირიქით პანტერასავით გადასახტომათ იყო მომხადებული.
ჯერ კიდევ გაბრუებულია, ეიფორიაში რომ ბავშვობის ოცნება აუხდა. რეალობას დაუბრუნდება და მუხტს იგრძნობს (რომელსაც ნაკრებში გრძნობდა) , პარტნიორებიც უკეთ გაუგებენ (ხშირად შეუთანხმებლობა იგრძნობოდა) და დაბრუნდება "ოქროს ბუცის" მფლობელი. ერთად ერთი (ჯერ-ჯერობით) საქართველოში. ძლიერი ხასიეთი აქვს და უამრავად გაახარებს თავის საქართველოს და თავის ქალაქს!
გია_544
10:22 19-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული