გერმანიის თასზე „კარლსრუემ“ გასვლაზე რეგიონული ლიგის „შპორტფროინდე“ 5:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს.
23 აგვისტოს, მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში „კარლსრუე“ „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.
ლოტე. „ლოტერ კროიცი“
შპორტფროინდე - კარლსრუე 0:5
გოლები: 0:1 ჰეროლდი (2), 0:2 ვანიტცეკი (21), 0:3 საბაჰი (49, საკ. კარში), 0:4 ზივზივაძე (69), 0:5 კონტე (82)