კაშიას კარგი მატჩი, "სლოვანის" ფრე "მიდტიულანდთან" და ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგამდე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „სლოვანი“ დანიაში „მიდტიულანდს“ დაუზავდა - 1:1.

თავიდან მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ და მომენტებიც შექმნეს: ბუკსას ბოლო მომენტში ვარდნაში ბურთი კაშიამ აართვა, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში ჩინებულად გაისარჯა და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა; ოსორიომ ბურთი ძელს გაარტყა; ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე „სლოვანის“ თავდამსხმელ ზებერუს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, ვაისის შეგირდებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს და სტრელეცს გატანა მეკარე ოლაფსონმა არ დაანება. ისევ
გადავიდა იერიშებზე დანიური გუნდი, ოსორიოს ჩინებული შანსი მიეცა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ტაკაჩმა მოიგერია.

Sportall.Ge

59-ე წუთზე ბლეკმანმა ბარსეგიანის ქუსლით გაკეთებული პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და „სლოვანი“ დააწინაურა. „მიდტიულანდს“ მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჯუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, ცოტა ხანში ტაკაჩის კარი ჩილუფიამ დალაშქრა. მერე ჩიმშირის დარტყმული ბურთი ტაკაჩმა საოცარ ნახტომში მოიგერია და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 28 აგვისტოს ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.

ჰერნინგი. „MCH არენა“
მიდტიულანდი - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ბლეკმანი (59), 1:1 ჩილუფია (79

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაშია და დაცვის ცენტრი,დიდებულად თამაშობდნენ.აქ არ დაწერეს,მაგრამ საგოლე შეტევაც,კაშიამ წამოიწყო.კომენტატორები ლაპარაკობდნენ,მიდტიულანდში 30 კაციანი ჯგუფი მუშაობს,რომელიც მეცნიერულად სწავლობს და რეკომენდაციებს აძლევს მწვრთნელს,ყოველი ფეხბურთელის შესახებ,ხოლო სლოვანში,ყველაფერი მთავარ მწვრთნელ,ვლადიმერ ვაისს აქვსო,ჩაბარებული.გამოდის რომ ერთმა კაცმა აჯობა,ამხელა გუნდს,რადგან მასპინძელს აშკარა ფავორიტად მიიჩნევდნენ.ზოგადად ვაისმა,ყველგან წარმატებულად იმუშავა და სადაც მივიდა,ყველა გუნდს,რაღაცა პროგრესი ჰქონდა,თუმცა მისი მთავარი ნაკლი,შეცვლების დაგვიანება,აქაც გაშვებულ გოლად დაუჯდა სლოვანს და გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.გოლამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში,სლოვანის ნახევარდაცვა,აშკარად შენელდა და ზონებს ვეღარა ჰკეტავდა.ერთხელ გადარჩნენ,მაგრამ მეორედ უკვე ვეღარ და ანგარიშიც გათანაბრდა.შეცვლები,ვაისმა ტრადიციულად 80 წუთზე გააკეთა.ხუთი,ექვსი წუთის დაგვიანებით.
სოსო
23:45 22-08-2024
0
წარმატებებს გისურვებთ, გურამ! მთელ ერს უყვარხარ!
alexandre
13:38 22-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული