როგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...

AutoSharing Option
ტოპლიგების ქართველი ლეგიონერებიდან ტურის გახსნის პატივი, მომავალი სეზონიდან "ლივერპულის" კიპერს(ფაქტობრივად, გადაწყვეტილია), გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს) ერგო - "სელტა" VS "ვალენსია" 3:1("მამარდამ" პენალტი მოიგერია). პარასკევსვე დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუესა" და "ელფსბერგს" (3:2. ბუდუს საგოლე პასი) შორის. ყველაზე გვიან, კვირას, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ვისაც ვაჟის შეძენას ვულოცავთ!..

ნეაპოლელებმა, რომლებიც ჩემპიონობის შემდეგ ევროტურნირებზეც ვერ გავიდნენ, მიმდინარე სეზონიც ცუდად ("ვერონასთან" 0:3) დაიწყეს. ანტონიო კონტეს გუნდი ახლა "ბოლონიას" უმასპინძლებს.

სატრანსფერო ქაოსი ჯერ სახეზეა. ვიქტორ ოსიმენს აქაურობა კვლავ
არ დაუტოვებია, რომელუ ლუკაკუს მოსვლაც იგვიანებს (მომავალ კვირაში იგეგმება) და შესაბამისად, ფორვარდის პრობლემა არსებობს.

"ფიორენტინაში" საკმაოდ წარმატებული (ორი ევროტურნირისა და იტალიის თასის ფინალი) მუშაობის შემდეგ, ვინჩენცო იტალიანო ეცდება, "ბოლონიას" საკუთარი ხელწერა დაატყოს. მოგეხსნებათ, ტიაგო მოტა "იუვენტუსში" გადავიდა. ბოლონიელები ფეხბურთელების მხრივაც დასუსტნენ, კალაფიორს "არსენლაში", ზირკეს კი "მანჩესტერში" ვხედავთ.

პირველი ტურის შემდეგ, ნეაპოლელების მთავარი სიახლე დავიდ ნერეშია. ის ახალ ტაქტიკაში მატეო პოლიტანოს ალტერნატივად უნდა მივიჩნიოთ. ცნობისთვის, მატეოს 21709 პროფესიულ წუთში 61 გოლი აქვს გატანილი, მასთან ერთად კი 40 შედეგიანი პასიც შეასრულა. პოლიტანო სულ ოცდაათჯერ გააფრთხილეს.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "ბოლონიას" ვეღარ შეუტევს...

Sportall.Ge

ანტონიო კონტეს შედეგი აუცილებლად სჭირდება, რადგან მისი ურთიერთობა პრეზიდენტ დე ლაურენტისთან, პირველივე ტურის შემდეგ, აალებადი და კრიტიკულია. ამისთვის "ბოლონია" იდეალური ვარიანტი ნამდვილად არაა, დაძაბულ შეხვედრას ველით.

ხვიჩა კვარაცხელია წინა მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს და კარგად დავინახეთ, ის ამ გუნდში რამხელა განსხვავებას ქმნის. "კვარა" ეცდება, გაიტანოს და გოლი პატარა დამიანეს მიუძღვნას.

თუკი ახალწვეული ბონჯორნო სრულად მომჯობინებას ვერ შეძლებს, სასტარტოში ალბათ, კვლავ ჟესუსს ვიხილავთ, რომელიც აშკარად ცუდ ფორმაშია. კარგი არც კაპიტან დი ლოდენცოს ცენტრალური მცველობა ყოფილა. იმედია, სპინაცოლა იმ დონეს გვაჩვენებს, რომელსაც მისგან შეჩვეულები ვართ...

"ნაპოლის" "ბოლონიასთან" არ უჭირს, 35 მატჩიდან 20 მოუგო და 194 გოლი გაუტანა. გასულ სეზონში ჩვენებურის თანაგუნდელებს ბოლონიელთა კარი არ აუღიათ (0:2/0:0). მათთან 8 დაპირისპირებაში ვიქტორ ოსიმენს 5 გოლი აქვს გატანილი. საჩემპიონო სეზონში ქართულ-ნიგერიული კარგი და შედეგიანი კომბინაცია ვნახეთ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ტურინელი ლუკა პაირეტო იქნება. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც მან განსაჯა, როცა "ბოლონიამ" "მარადონაზე" (2:0) მოიგო. გასულ სეზონში ლუკამ ქართველის გუნდის სამ მატჩში იმსაჯა და სამივე ნეაპოლელებისთვის წარუმატებლად ( 1:1 "კალიარისთან" და 0:3 "ატალანტასთან").

დღეს მთავარი მატჩი ლიონშია. აქ ფინანსური გაურკვევლობაცაა, ლაკაზეტი დაბრუნდა, მიქაუტაძემ პირველი ტური მალე უნდა დაივიწყოს. ვნახოთ, ეს ორი ფორვარდი სასტარტოში ადგილსა და დროს როგორ გადაინაწილებს...

Sportall.Ge

ქართველების სხვა მატჩები:

იტალია, სერია ა:

კვირა

20:30 სთ, ტორინო (საზონოვი) - ატალანტა;

22:45 რომა - ემპოლი (გოგლიჩიძე).

იტალია, სერია ბ:

შაბათი, 22:30

სპეცია - ფროზინონე (კვერნაძე);

კრემონეზე (ლოჩოშვილი) - კარარეზე.

ესპანეთი, ლა ლიგა 2:

შაბათი

19:00 ფეროლი - გრანადა (წიტაიშვილი);

21:00 ლევანტე (ქოჩორაშვილი) - კადისი.

საფრანგეთი, ლიგა 1:

შაბათი

19:00 ლიონი (მიქაუტაძე) - მონაკო;

23:00 სტ. ეტიენი (დავითაშვილი) - ლე ავრი.

ინგლისი, ჩემპიონშიპი:

შაბათი, 18:00

უოტფორდი (ჩაკვეტაძე) - დერბი.

ავსტრია, ბუნდესლიგა:

შაბათი, 21:30

შტურმი (კიტეიშვილი) - ალტახი.

altმძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

altმთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

მკითხველის კომენტარები / 5 /
134:35-ზე არის 3.8. რა ექვსი ხალხო, დატკბით ცხოვრებით
რას პროფესორობთ და ცდილობთ ავტორს შევდომა უპოვოთ
11:51 24-08-2024
0
რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ნაპოლიმ ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ნაღდად ბოლონიას გაუტანა
გია_ს
11:43 24-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული