ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერიდან

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს, ტრანსფერი კი სულ მალე გაოფიციალურდება. "სქაუზერები" "ღამურებს" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან, შემდეგი გაყიდვიდან კი ესპანური კლუბი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ამ გარიგებიდან 10% თბილისის "დინამოს" ერგება. ქართული კლუბი გიორგის "ლივერპულში" ტრანსფერიდან 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, "მამარდას" "დინამოს" რიგებში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით, გიორგი "მერსისაიდულ" კლუბში გადასვლის შემდეგ, იჯარის წესით ერთ სეზონს კვლავ "ვალენსიაში" გაატარებს.

altმამარდაშვილიდან კვარაცხელიამდე - "ნაპოლის" მწვრთნელს პრეზიდენტთან უკვე

აალებადი ურთიერთობა აქვს...

altრა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამოს მწვრთნელებმა უნიჭიერეს ბიჭს ერთითამაშიც კი არ ათამაშეს და ბედისანაბრად დატოვეს რომარა მამა და რუსთავის, ლოკომოტივის, მწვრთნელები ვინიცის ახლა გიორგი სად იქნებოდა ფული კი დინამოს და მათ უნიათო მენეჯერებს რომლებმაც ვერ განჭვრიტეს მომავალი ვარსკვლავი
გიორგი
17:50 23-08-2024
1
მაგ მაყუთს ნაწილ ნაწილაც ავიღებ მაგრამ მე მჭირდება ერთიანად და სრაზუ.
k O M B L E
17:06 23-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული