ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ

AutoSharing Option
ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამო, ვეტერანი თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონს" ახლახან შეუერთდა და კლუბის საიტთან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, სეზონის განმავლობაში ერთად ხშირად ვითამაშებთ. შეიძლება ეს შაბათს "მონაკოსთანაც" მოხდეს, თუ მწვრთნელი გადაწყვეტს. ჟორჟთანაც და სხვებთან ერთადაც სწრაფად უნდა შევქმნათ რაღაც. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, რაც ჯერ "მეცში", შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა.

მოსალოდნელი ურთიერთობები? იმედი მაქვს, მალე შევთამაშდებით. მინდა, უბრალოდ ერთად ბევრი გოლი გავიტანოთ და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმაროთ. საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად კარგად მოვემზადე და ფორმაში ვარ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან გუშინდერლი არ იცის? :დ
სიმართლე
20:16 23-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული