"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Metaratings-თან ინტერვიუში "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

ჩელებაძის თქმით, გიორგი სათამაშო სტილით რინატ დასაევს ჰგავს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს.

-გაუწევს თუ არა მამარდაშვილი "ლივერპულის" მეკარეებს კონკურენციას?
-არამხოლოდ გაუწევს, არამედ გუნდში საუკეთესო იქნება. ის უბრალოდ შესანიშნავია. დიახ, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ კარის ხასზე ბრწყინვალეა.

-დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კარიერულ წინსვლაში?
-გეთანხმებით, ის ტურნირზე საუკეთესო იყო. ვერავინ იტყვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მას რომელიმე სხვა მეკარემ აჯობა. მამარდაშვილი ფანტასტიური იყო. 23
წლის ასაკში უკვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლევ იაშინი, ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, 25 წლის იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო.

პირადად მე, მამარდაშვილს რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც ქართველზე მუდამ დადებითად საუბრობს. დასაევი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის მუდამ შედიოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამემულის შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მამარდაშვილი "ლივერპულთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ქართველი მეკარე "მერსისაიდელებს" 2025 წელს შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს.

altმამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]

altცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერიდან

altრა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეჰ ვახო, ვახო, ნეტავ რამდენი წლისა ხარ ასე დადებითად რომ გახსოვს საბჭოთა პერიოდი, ყველა რომ იპარავდა და ისე ცხოვრობდა, ბოლოს მოსაპარავი არაფერი იყო და დაიწყო ტალონების პერიოდი, არ გახსოვს, ცხადია, ისიც არ გახსოვს მექრთამეობა რომ იყო, იჭერდნენ და ხვრეტდენ კიდეც ზოგიერთ მექრთამეს, ჩვენ კი გულს ვიოხებდით რუსებთან ფეხბურთის ჭიდილში, გვავიწროებდნენ, მაგრამ მაინც ჩვენი გაგვქონდა, ვგულშემატკივრობდით სსრკ ნაკრებს, იმიტომ, რომ იქ თამაშობდნენ მესხი, ჩოხელი, მეტრეველი, ბარქაია, სიჭინავა, ხურცილავა, მაჩაიძე, ასათიანი, მაგრამ ზოგიერთ დიდ ფეხბურთელს ავიწროებდნენ ,აქაც მექრთამეობა იყო, ალბათ, ჩელეს ეცოდინება, როგორ მოხდა, რომ ბესკოვის ჯილა გახდა
პატრიოტი
22:29 24-08-2024
2
სად ჯანდაბიდან მოიტანეთ, რომ დასაევი ქართველებზე გიჟდება?
მისი არაერთი ინტერვიუ მაქვს ნანახი ან წაკითხული და ყველაფერი პირიქითაა!
თუნდაც გორდონთან მისი ინტერვიუ ნახეთ. ქართველებს მექრთამეებად და თამაშების ჩამწყობებად მოგვიხსენიებს.
სანდენს ქიდი
21:51 24-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული