მიქაუტაძემ "მონაკოსთან" წაგებულ მატჩში ითამაშა - რამდენად მართებული არჩევანი გააკეთა ქართველმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა ოლიმპიადის შემდეგ მოგვიანებით დაბრუნებული ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული ერნესტ ნუამას ნაცვლად მე-18 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლიონის" მეკარე პერი.

შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში გიორგის „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. მიქაუტაძის გარჯა
ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.0.

„ოლიმპიკმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, გოლი ჯერ არ გაუტანია და 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ მიიღებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)

altროგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე ვუყურე და არც შევაფასებ ლიონის თამაშს. ჟორჟს კი რჩევას მივცემ: რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი, როცა ასეთი სუსტი მწვრთნელია ყოველთვის სჯობს საკუთარ თავზე აიღო, მეტად გაიხსნა და ბევრად მეტი დრიბლინგი სცადო და დარტყმა,
ეს ოხერი პასები , ხომ ხედავ რომ არ არის არავინ , ვინც ამათ გამოიყენებს. შენ უნდა ქნა რაც შეგიძლია ინდივიდუალურად, თორემ დაგსვამენ სკამზე. და კიდევ, სულ ბოლო 97 წუთზე ერთადერთხელ რომ ბურთს მიიღებ დასარტყმელ პოზიციაზე, როგორი ცოტა შანსიც არ უნდა იყოს - დაარტყი რა. შენ არ ხარ ბომბარდირი? რა დროს პასია, გამოფხიზლდი ჟორჟ, საუკეთესო ხარ მაგ გუნდში და აჩვენე ეს ყველას, ესე შეფარვით ვერ მიხვდებიან. აიღე შენ თავზე მეტი! გელოდებიან ეგენი ქვეცნობიერად, იმედი ხარ მაგათი. შეუბერე შენებურად , ც
0
ჩემი აზით როცა მონაკო გთავაზობს კონტრაქტს და ბენიედერის შემცვლელად უნდიხარ გუნდს რომელიც საფრანგეთში დღეს დღეისობით არი მე 2 გუნდი პსჟს შემდეგ და ლიგას თამაშობს იქ უნდა წახვიდე და არაა დაგცეულ ლიონში რომელიც არც ლიგაზეა ფინანსური პრობლემები აქვს და არც იქ გაქვს გარანტირებული ძირითადში თამაში ,რომელი გუნდი ჯობდა დღეს გამოჩნდა მოედანზე ანგარიშითაც და თამაშის ხარისხითაც ლიონმა პირწმინდათ წააგო ისე რომ სულ 1 ხელ დარტყეს კარში მთელი თამაში და მიქაუტაძეც არ იყო სასტარტოში არ მინდა რომ ამ ბიჭისთვის ლიონი მეორე აიაქსი აღმოჩნდეს რადგან ლიონში არის ლაკაზეტი რომელიც ლიონის ლეგენდაა და ჯერ ჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული