მიქაუტაძემ "მონაკოსთან" წაგებულ მატჩში ითამაშა - რამდენად მართებული არჩევანი გააკეთა ქართველმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა ოლიმპიადის შემდეგ მოგვიანებით დაბრუნებული ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული ერნესტ ნუამას ნაცვლად მე-18 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლიონის" მეკარე პერი.

შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში გიორგის „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. მიქაუტაძის გარჯა
ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.0.

„ოლიმპიკმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, გოლი ჯერ არ გაუტანია და 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ მიიღებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)

altროგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...

მკითხველის კომენტარები / 23 /
სულელური გადაწყვეტილება,ერთი ჭკვიანი არ ყავს გვერდით?
ლუკა
21:42 25-08-2024
0
ამაზეა ნათქვამი: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"
fani
15:43 25-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული