მიქაუტაძემ "მონაკოსთან" წაგებულ მატჩში ითამაშა - რამდენად მართებული არჩევანი გააკეთა ქართველმა?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა ოლიმპიადის შემდეგ მოგვიანებით დაბრუნებული ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული ერნესტ ნუამას ნაცვლად მე-18 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლიონის" მეკარე პერი.

შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში გიორგის „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. მიქაუტაძის გარჯა
ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.0.

„ოლიმპიკმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, გოლი ჯერ არ გაუტანია და 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ მიიღებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)

altროგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...

მკითხველის კომენტარები / 13 /
საინტერესოა ვინ არის მისი აგენტი,რომ ჯერ აიაქში გადაიყვანა და ტრანსფერი ჩავარდა და ახლა ლიონში,რომელიც კაი ხანია უკვე მეშვიდე ადგილს ვერ სცილდება ლიგა 1ში და პლუს ლაკაზეტია იქ.
იმედია გამოიჩენს თავს გიო,ჩვენ მისი კარგი ფორმა და სათამაშო ტონუსი გვადარდებს თორემ არ გავარტყი ლიონს. არაკვალიფიციური აგენტის მაგალითი ჯუღელია,კვარას წლიური ხელფასი ერთ-ერთი დაბალია კლუბში და ამდენი წელია ეს საკითხი ვერ მოაგვარა დე ლაურენტისთან,პლუს გამოსასყიდი 130 მილიონი რომ ჩააწერია კონტრაქტში ამაზეც უნდა ეფიქრა.იგერ ოსიმენს წლიური 10 მილიონი ჰქონია ხელფასი.
მოკლედ სანამ ჩვენები არ მოიშორებენ საახლობლო წრეს აგენტების სტატუსიდან,მანამდე ასეთი არასწორი ნაბიჯები იქნება სულ.
მეზღვაური
23:36 24-08-2024
2
ნეტა სად აფრქვევდით ბოღმას სანამ ინტერნეტს გამოიგონებენ:D აცადეთ ამ ხალხს და მიხედავენ თავის საქმეს! რომც დაგიჯერონ, რომელს!?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული