ხვიჩამ დი ლორენცოს პასი დაუხატა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიას" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ბოლონიას“ 1:0 ამარცხებს.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, რასპადორიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი თამაში მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კარის წინ ჩაწოდებულ ბურთზე კი პარტნიორები ვერ გაიხსნენ. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც პირისპირ გასულ კასტროს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩას თავური ხარიხას მოხვდა, ხოლო კომპენსირებულ დროში "კვარას" დიდებული პასით დი ლორენცომ "ნაპოლი" დააწინაურა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია
გოლი: დი ლორენცო
(45+2)

altჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა - დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი თამაშით, ნაპოლისთვის შარშანდელი მეათე ადგილიც კი სანატრელი ექნება
ნიკი
23:41 25-08-2024
24

სიახლეები პოპულარული