კვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელია თავისი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი და გამარჯვების შემოქმედი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა მისი საგოლე პასი - ამას ვერ ისწავლი, ეს ბუნებრივი ნიჭია. თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:

"იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორ ეწყინათ კომენტარებში მიზოგინ კაცებს სარკეში,რომ ჩაახედეს
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
17:35 27-08-2024
0
მაგარი ფეხბურთელისა კვარა და კარგი ადამიანიც გაუმარჯოს მას და მის ოჯახს და დედ მამას ასეთი კარგი ადამიანის გაზრდისთვის. ერთი მინდა ვთხოვო და ცუდად ნუ გაიგებთ მაგასაც და ჩაკვესაც ეხება. ამ ჩაჩაჩული გეტრებით თამაში როდესაც ყველას აწეული აცვია გუნდში და ფეხის დასაცავი უკეთიათ იმ ადგილას სადაც ფეხი ადვილად ტყდება, ძალიან გთხოვთ დაიცავით, თქვენი ტრამვა მთელი საქართველოს ტრამვაა. ბოლო დროს საერთოდ ვერ ვხედავ რომ ეკეთოს ის პლასტმასის დასაცავია თუ რაც ჰქვია. დასათარსად არ ვიძახი, როდესაც შენზე ამდენს ნადირობენ ფრთხილად უნდა იყო შვილო.
simartle
16:46 26-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული