გამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

AutoSharing Option
"ნაპოლის" მატჩის დღეს პრევიუ ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ: "ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა! - ქართველი ლეგიონერებისა და მათი კლუბების პრობლემები..." ვის, თუ არა კვარაცხელიას, რომელმაც ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთთან "დააბრუნა" და სიდიდის განცდა შესძინა, ცოტათი კრიზისული პერიოდი უნდა გარდაეტეხა.

პატივისცემა და გულშემატკივრობა ყველა ჩვენებურს, ისე კი, დღეს "კვარა" როგორც საქართველოს ნაკრებში, ასევე "ნაპოლიში" აშკარად განსხვავებულ დონეზე დგას. დავაკვირდეთ სხვა გუნდებსა და მათ ლიდერებს, მერე ზოგიერთი ვარსკვლავი ამ "ნაპოლიში" წარმოვიდგინოთ, რომელიც ჩემპიონობის შემდეგ მუდამ კრიზისებს ებრძვის და
შემდეგ ჩვენებურის გამოსვლა შევაფასოთ. დასკვნები მარტივია!..

პარალელები საქართველოს ნაკრებთან

კვირის მატჩის დროს საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე ამოგვიტივტივდა და მხოლოდ ფურცელზე ერთნაირი სათამაშო სქემის გამო არა. ანტონიო კონტე ცდილობდა, მის გუნდს მაშინ შეეტია, როცა მოწინააღმდეგეები საკუთარი კარისგან მაქსიმალურად შორს იყვნენ ამოწეულები. ასეთ დროს კვარაცხელიას მეტი სივრცე და მოქმედების საშუალება ეძლევა, რასაც მისი მაღალი კლასი ემატება.

ნეაპოლელები ბურთს ცენტრში სწრაფად თუ იბრუნებენ, მაშინ ნორმალური იერიშების განხორციელება შეუძლიათ; ისე კი, გუნდს საკუთარი ნახევრიდან ამოსვლა და როგორც მოკლე, ასევე გრძელი პასების განვითარება უჭირს.

თუკი ჩვენი ნაკრების განლაგებაზე ვსაუბრობთ, აქ ხვიჩა თავს უკვე საუკეთესოდ გრძნობს. "კვარამ" ევროპის ჩემპიონატის დროს თქვა, რომ ის საკუთარ პოზიციაზე, ანუ ფლანგზე არ თამაშობს, თუმცა, რასაც მწვრთნელი დაავალებს, ისე იმოქმედებს. ხსენებულ სქემაში ხვიჩას შემოქმედებითობასაც მეტად ვხედავთ, ადგილების ცვლილებასა და მოულოდნელობის ეფექტს. კართანაც, შესაძლოა, მეტად ზურგით, მაგრამ უფრო ახლოსაა.

Sportall.Ge

ხვიჩას როლი...

ყოველთვის შეგვიძლია შეხვედრა დეტალებად "დავშალოთ" და გარჯა არავის დავუკარგოთ, მაგრამ რაც "დიეგო მარადონაზე" ვნახეთ, ეს ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობით საკუთარი გუნდის სასარგებლოდ დატრიალებული სცენარი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა შექმნა ის განსხვავება, რაც ამ დონის გუნდების დაპირისპირებაში გადამწყვეტი და მეტოქისთვის მომაკვდინებელია.

რა უნდა ვისურვოთ? ხვიჩას მეტი სტაბილურობა ჰქონდეს და მისი თამაშის ხარისხზე ემოციურობას ნეგატიური გავლენა თითქმის არ მოეხდინოს. მალე მას ლუკაკუსთან შეთამაშების პროცესი დაეწყება, 77-ე ნომერმა მეტი სივრცე და ბურთთან ურთიერთობის შანსები უნდა მიიღოს - ახლა ასე ჩანს. წინ კიდევ ერთი წარმატებული სეზონი უნდა იყოს!..

...და კონტე

პირველ ტურში მწარე მარცხის შემდეგ დავწერეთ, რომ ახალ ტაქტიკასთან ადაპტირებას დრო სჭირდება და ასევე, "ნაპოლის" სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა. ორივე კუთხით უკვე მეტი ოპტიმიზმის უფლება არსებობს (ნერეშიც ხარისხიანად შევიდა), თანაც, არ დაგვავიწყდეს, ნეაპოლელები მხოლოდ შიდა ასპარეზზე არიან კონცენტრირებულნი და ძალების აღსადგენად დრო ყოველთვის დარჩებათ.

Sportall.Ge

გასაგებია, როცა მწვრთნელი ტაქტიკას შესაძლებლობებს არგებს, მაგრამ სიახლეს ნახევარდაცვაში აუცილებლად ველით. სხვანაირად გუნდს ინიციატივის აღება და ნორმალური შეტევების წარმართვა მუდამ გაუჭირდება. ახალწვეულ ბონჯორნოს (დაცვაში კარგი იყო) მცდელობების მიუხედავად, არც ისეთი მცველია გუნდში, რომელიც, კიმის მსგავად, იერიშებს წამოიწყებს.

კონტეს ჯერ კიდევ ფრთხილად შექება მოგვიწევს, რადგან სწორი ტაქტიკური სქემის მიუხედავად, ჯერჯერობით გამარჯვება უფრო ინდივიდუალიზმს დაემყარა. გარდა ამისა, ნეაპოლელებს ვარიაციების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მაღალი მიზნების დასახვა სხვანაირად რთული იქნება.

altკვარაცხელიას გოლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "ბოლონიას" სძლია [VIDEO]

altკონტე: "კვარა" ძალიან ძლიერია - ვარჯიშებზე ბევრს მუშაობს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო ხვიჩა შენ გენაცვალე ძალიან ძალიან მაგარი ხარ, და ძალიან მაგარია კონტე ენდობა სასწაულად იმენა ლიდერი ყავს იცის.
kesha
15:35 26-08-2024
2
ის ბურთი, რომ თავით გაეტანა მაგარი იქნებოდა! მაინც და მაინც ხარიხას მოხვდა! ასეთი რთული მდგომარეობიდან გაუშვა ბურთი ლამის ცხრიანში არ ვიცი! ის შვიდი ნომრით რომ შემოვიდა პოლიტანოს მაგივრად მგონი ნევეშია მაგარი ჩანს უცბად გაუგეს ერთმანეთს ხვიჩამ და მაგან! აბა პოლიტანო დარბის აქეთ იქით და ერთ საგოლე პასს ძლივს აძლევს ნორმალურს მთელ თამაშში! სიმეონე და რასპადორი მოსაშორებლები არიან! ისევ ჯობდა ოსიმენი დაეტოვებინათ ამათ მაგივრად! ლავრენტას რას გაუგებს ადამიანი!
მწვრთნელი
14:56 26-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული