"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.
შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
12:00 27-08-2024
5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ დათანხმდე ხუთ მილიონზე, მოითხოვე მეტი. თუ ხუთმილიონიან კონტრაქტს გააფორმებენ, ჯუღელი უნდა გავაძევოთ საქართველოდან.
0
0
ყველამ თავის საქმის იცის მაგარამ ხვიჩას ადგილას მაგათ მათხოვრულ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა კაცი, იქ სადაც 2 დღის მოთრეულ ლუკაკს ( კარში დარტყმა რო არ იცის ) 8 მილიონს აძლევს მაგარი უსამართლობაა გუნდის ლიდერს 5 მილიონს რო სთავაზობს... დანარჩენი თვითონ იციან
9
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული