ka-news: "კარლსრუემ" ზივზივაძეზე მილიონიანი შეთავაზება მიიღო

AutoSharing Option
ka-news-ის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიძლება "კარლსრუე" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, "კარლსრუემ" ზივზივაძეზე, რომელიც კარგა ხანი აყოვნებდა გუნდიდან წასვლას,  მოულოდნელად მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რაზეც კლუბი უარს ვერ იტყვის. მით უმეტეს გუნდში სამი ერთნაირი სტილის შემტევი ჰყავთ, შეიძლება მეოთხეც დაიმატონ და ქართველის გასხვისება პრობლემა არ იქნება.

აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ზივზივაძის მსურველი კლუბი არ სახელდება.

ის გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ კლუბს თავისი ინტერესები გააჩნია და სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრეისმა განაცხადა, რომ ტრანსფერების განსახორციელებლად მზად არიან.

"კარლსრუე" შემდეგ
მატჩს სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, 1-ელ სექტემბერს ბრაუნშვაიგში "აინტრახტთან" ჩაატარებს და იქამდე გაირკვევა, დატოვებს თუ არა ბუდუ გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვა რა მაგარია ! რამდენია ხანია ბუნდეს ლიგაში ფეხბურთელი არ გვყოლია! ბუდუს წარამატებები!!!!
რობი
19:16 27-08-2024
0
ბუდუში მილიონს სთავაზობენ და ასეთ ფასზე უარს ვერ იტყვიან,რადგან ამ პოზიციაზე,სამი კაცი კიდევ ჰყავთ და მეოთხეს მოყვანასაც აპირებენ?!გასაგებია,რომ ასაკსაც ითვალისწინებენ,მაგრამ ბუდუს ნაცვლად თავმოყვარეობა მელახება.მის მილიონად გაყიდვაზე,უარს ვერ იტყვიან?ჩემთვის, მისი ფასი,რამდენჯერმე მეტია.არ ვიცი,ეტყობა ძალიან მიყვარს,მათგან განსხვავებით,მაგრამ არა მგონია ასე იყოს.ვფიქრობ,მათ არ იციან,ბუდუს ნამდვილი ფასი.რა თქმა უნდა ძალიან მინდა, ბუნდესლიგაში ითამაშოს და შედარებით იაფად დაფასება,მას საამისოდ წაადგება,მაგრამ...არავითარი მაგრამ.ჩემს თავ და ბუდუს მოყვარეობას,პირზე ხელს ავაფარებ,ოღონდ ბუნდესლიგაში ვიხილო მისი გატანილი გოლები.
სოსო
20:54 27-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული