"ვალენსიაში" 1 წლით დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - მამარდაშვილმა "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ წერილი გაავრცელა

AutoSharing Option
"ლივერპულში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ამ სეზონსაც იჯარით "ვალენსიაში" გაატარებს, შემდეგ კი "ენფილდზე" გადაბარგდება.

"მოგესალმებით. "ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. "ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ
ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!", - წერს მამარდაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ფანდი არ გამოდგეს იმაზე ვილოცოთ იციან რომ შემდეგ წელს რაის 35 მილიონი და არა 50 ადრე დაიბევეს როგორც ბევრი კლუბი აკეთებს ალისონმა ტქვა 2 წელი მაქ კონტრაქტი და არსად არ მივდივარო და ის რო მიმტკიცოთ წავაო აფსურდი იქნება ვერ გაუშვებს მეორე წელსაც იჯარიტ თუ რა თან 6 წლიანი კონტრაქტი აქ 4 იანი რო იყოს კიდე ხო არ მექნებოდა ეჭვი თუმცა თუნდაც 2 წლის მერეც მაგარი იქნება მარა მომავლ სეზონშიც მზად იქნება
სიმართლე
20:59 28-08-2024
0
ამ ერთი წლის მანძილზე ყველანი ვსწავლობთ ლივერპულის ჰიმნს, you'll never walk alone. დრო გვაქვს.
მე არ ვარ ბოროტი
18:36 28-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული