ბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს

AutoSharing Option
ka-news-ი იტყობინება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "კარლსრუეს" თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეში კლუბი, რომელსაც არ ასახელებდნენ, მილიონ ევროს იხდიდა, სიმართლე არ გამოდგა და ეს თავად წყარომ აღიარა.

რუმინული GSP-ის ცნობით, "რაპიდს" მართლაც სურდა ზივზივაძის შეძენა, მაგრამ გერმანული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად ჩათვალეს, მორიგი შეთავაზება საჭიროდ არ მიიჩნიეს, მოლაპარაკებები არ გაგრძელდება და ტრანსფერი არ განხორციელდება.

"კარლსრუე" 1-ელ სექტემბერს, მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში, ბრაუნშვაიგში "აინტრახტს" დაუპირისპირდება და ალბათ, ქართველი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანუ 1 მილიონი ეძვირათ ასეთ ფორვარდში თუ მე ვერ გავიგე სწორედ?
ქომაგი
18:48 28-08-2024
0
ბევრად მეტი ღირს და კარგია ამ ფასად რომ არ გასხვისდა
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
18:58 28-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული