მამარდაშვილი "ბილბაოსთან“ მატჩის MVP გახდა - "ვალენსიამ“ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ი. უილიამსმა ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, შემდეგ ლამაზ ნახტომში გატანა მამარდაშვილმა არ დაანება; პირველი ტაიმის დასასრულს კი ბასკური გუნდი თავურით პრადოსმა დააწინაურა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა უხიფათოდ შეუტიეს, ხოლო „ბილბაოს“ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც გომესს გრძელი პასით უ. უილიამსი მამარდაშვილთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ ის კარიდან გამოვიდა, ბურთი ჯერ ნახტომში დაიჭირა, რადგან ინერციით საჯარიმოს ხაზს სცდებოდა, ხელიდან გაუშვა და მერე პასი წინ გააკეთა. გიორგიმ ცოტა
ხანში ნ. უილიამსს არ გაატანინა და ვალვერდეს შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.3, flashscore 6.2.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა დ 31 აგვისტოს „ვილიარეალს“ მიიღებს.

ბილბაო. „სან მამესი“
ბილბაო - ვალენსია 1:0
გოლი: პრადოსი (45)

altშოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთ დაბალ ქულებს რატო უწერენ, ტიპმა 3 100% გოლი გამოაძრო კარიდან, თორე ამოტენიდნენ ვალენსიას, რა ქნას, თავდასხმაში ხო არ წავა და ტვითონ ხო არ გაიტანს გოლს :(((
....
18:48 29-08-2024
0
სასწაული თამაშები აქვს გიორგის და სამწუხაროა, რომ გუნდი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.
წარმატებები ლა ლიგაში და შემდეგ პრემიერ ლიგაში !!!
აჩი
21:56 29-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული