კვიპროსულ გუნდს პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული, სახლში 75-ე წუთამდე 0:1 აგებდა, თუმცა ორი გოლის გატანა და თამაშის ექსტრა ტაიმებში გადაყვანა შეძლო, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლატვიურმა კლუბმა 4:2 იმარჯვა. თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა ვერ გაიტანა.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 110-ე წუთამდე იასპარეზა, ხოლო ლუკა სილაგაძემ - 110-ე წუთის
„რიგასი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, „აპოელი“ კი - კონფერენს ლიგაზე.
ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელი - რიგასი 2:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 იკაუნიეკსი (40), 1:1 სუშიჩი (75), 2:1 დონისი (90+4)