არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი არაბიძის "ულსან ჰიუნდაიმ" საკუთარ მოედანზე "პოჩანგს" უხვგოლიან შეხვედრაში 5:4 სძლია, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი მიითვალა.

26 წლის ჩვენებურმა მეტოქის კარი მე-6 და 36-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი შეცვალეს და ჯერჯერობით უცნობია, ეს ტრავმით ხომ არ არის გამოწვეული.

ეს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში არაბიძისთვის სადებიუტო გოლები გახლდათ. მას აქამდე ჩემპიონატში სულ 18 წუთი ჰქონდა ნათამაშები, თასზე კი - 25.

ინფორმაციისთვის, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. 
"ულსან ჰიუნდაი" პირველზეა და უახლოეს მდევარ "გაგვონს" 1 ქულით უსწრებს, თუმცა მეტოქეს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საბა გოგლიჩიძე ძირითადშია ბოლონიასთან და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება,საზონოვი სკამზეა და გასაგებიცაა,ახალმისულია გუნდში.იმედია გოგლიჩიძე-საზონოვის ტანდემი ჩამოყალიბდება ემპოლის დაცვაში.წესით დღევანდელი მატჩის მერე უფრო ენდობა მწვრთნელი.საინტერესო ბიჭია და ნაკრების მომავალია ორივე საბა!
მეზღვაური
22:16 31-08-2024
0
გიოურგი არაბიძე! ნაკრებში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვილი სანიოლს!
19:34 31-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული