გოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუზავდა - 1:1.
სტუმართა გუნდში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ანალიტიკურმა საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, whoscored 7.2, sofascore 7.1,
„ემპოლის“ ახალწვეული საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ემპოლი“ 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს სახლში „იუვენტუსთან“ ჩაატარებს. ბოლონია. „რენატო დალ’არა“ ბოლონია - ემპოლი 1:1 გოლები: 1:0 ფაბიანი (2), 1:1 გიასი (3)
კარგი დასაწყისი,საქმის ნახევარიაო,ნათქვამია.აჩვენა,რომ კარგად თამაში შეუძლია და ამის შემდეგ,უფრო თამამად ენდობიან.იმედია, კი არა,ვიცი იმედს არც ჩვენ გაგვიცრუებს და არც გუნდის მწვრთნელებს.ორიოდე წელიწადში,შესაძლოა უფრო ადრეც,ის უკვე ნაკრების სრულუფლებიანი ფეხბურთელი გახდება.მთავარია ჯანმრთელად იყოს,შრომის მოყვარეობა და დიდი ფეხბურთის თამაშის სურვილი კი,საკმარისზე მეტიც აქვს.წარმატებებს ვუსურვებ.
თამაშს ვუყურე და საბამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცენტრშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ფლანგსაც კარგად აზღვევდა. პოზიცია არ დაუკრავს და ორთაბრძოლებში თამამად შედიოდა. ფიზიკურად ჯანზეა. სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია ასე განაგრძობს. წარმატებები.