"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დარიო მარკოლინმა რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ ტექნიკურ უნარებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გუნდში მისთვის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მიერ ჩაფიქრებულ ახალ როლზე გაამახვილა:

„კარგ ფეხბურთელს ყველგან შეუძლია თამაში. გახსოვთ, კვარაცხელია მხოლოდ საჯარიმოსთან განაპირა შემტევად რომ ირჯებოდა? თუმცა დიდი ფეხბურთელები თავად ირჩევენ პოზიციას და ამ ახალ როლშიც თავს ჩინებულად წარმოაჩენენ. ქართველის შესაჩერებლად ორი მეურვეა საჭირო, ვინაიდან არაპროგნოზირებადია, „მემარჯვენეა“, თითქოს ყოველთვის მარჯვენა ფეხით ამოძრავებს ბურთს, მაგრამ მარცხენითაც წარმოუდგენლად თამაშობს. დღეს ის სრულფასოვანი ფეხბურთელია. ჩვენ „პარმასთან“, როგორც იქნა,
კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნაკრებში კიდევ უფრო მოუმატებს და უკან დაბრუნებული საოცრებებს ჩაიდენს
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
08:56 02-09-2024
1
აურელიომ და ჯუღელმა ახალ კონტრაქტზე დაითანხმეს ხვიჩა. გამოსასყიდი თანხის გარეშე.
რეალობა
09:53 02-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული