Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშის "ნიდერჰაზაში" გააგრძელებს.

"Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკა კვეკვესკირი უნგრეთში 4 სექტემბერს ჩაფრინდება და ნირეგაზასთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

32 წლის ნახევარმცველის დამატება "დინამო თბილისს" და გორის "დილას" სურდათ. ორივე გუნდს ესაუბრა, თუმცა კვეკვესკირმა კარიერის უნგრეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა".

კვეკვესკირმა "ლეხი" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ნიდერჰაზა" 6 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატზე 4 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 14 სექტემბერს თასზე, ბუდაპეშტში "ვაშაშთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოველწლიურად საქართველოდან ასი ათასი ადამიანი გარბის ( ძირითადად არალეგალად და გაურკვეველი სტატუსით). ამ კაცს კი ოფიციალურად ,თავისი პროფესიით შეუძლია აარიდოს თავი "საგიჟეთს" და რას ერთჩით?
Walter
09:46 05-09-2024
3
კვეკვესკირს ჯერ კიდევ შეუძლია გაიბრწყინოს!
სევერიან დოლენჯაშვილი
08:12 05-09-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული