კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს

AutoSharing Option
პოლონური Głos Wielkopolski-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი "ლეხთან" კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტის შემდეგ, "სლოვანთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომელიც მისი სამსახურით სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მან შეიძლება კარიერა ექსტრაკლასას რომელიმე გუნდში გააგრძელოს.

როგორც ყოველთვის, ქართველი ფეხბურთელების შესახებ უფრო ზუსტ და ოპერატიულ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს:

"დინამო თბილისი ნიკა კვეკვესკირის საქართველოში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს. Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ქართული გუნდი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა, ისინი ძლიერ სურვილს გამოხატავენ ნიკა კვეკვესკირის დამატების თაობაზე. 32
წლის ნახევარმცველისადმი ინტერესს რამდენიმე პოლონური გუნდიც იჩენს".

კვეკვესკირი თბილისის "დინამოში" 2011-2014 წლებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თითქოს ბევრი ვინმე უნდა წაეყვანათ ევროპულ კლუბებს თუმცა ....
რემი
22:09 22-08-2024
3
ვერ შეათანხმა კი არა, არ აიყვანეს
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული