Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშის "ნიდერჰაზაში" გააგრძელებს.

"Geo Team-ის ინფორმაციით, ნიკა კვეკვესკირი უნგრეთში 4 სექტემბერს ჩაფრინდება და ნირეგაზასთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

32 წლის ნახევარმცველის დამატება "დინამო თბილისს" და გორის "დილას" სურდათ. ორივე გუნდს ესაუბრა, თუმცა კვეკვესკირმა კარიერის უნგრეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა".

კვეკვესკირმა "ლეხი" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. "ნიდერჰაზა" 6 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატზე 4 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 14 სექტემბერს თასზე, ბუდაპეშტში "ვაშაშთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნეტა უნგრელები უფრო ადვილად იტყვიან კვეკვესკირს, თუ კვეკვესკირი ბალმაზუივაროშს ?! ))))
კორბენა
18:43 04-09-2024
1
ნიდერჰაზაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აი ამ სახელწოდების უნგრულ საშვალოზე დაბალი დონის კლუბში რომ გადავა სირცხვილია.ცოტა მოეკლო ფინანსები და გორის დილას და ფიფიას დინამოში მაინც ეტამაშა იქნებ რამეში გამოდგომოდა ამ გუნდებს.
giorgi
19:01 04-09-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული