"ჯუღელისთვის ხვიჩა პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარიერის მის ირგვლივ აწყობა უნდა" - იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა კვარაცხელიას აგენტზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებასა და მის აგენტ მამუკა ჯუღელზე ისაუბრა.

"კვარაცხელია ჯუღელისთვის პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას სურს, საკუთარი კარიერა ხვიჩას ირგვლივ ააწყოს.

პირველ რიგში, აგენტს უნდა, რომ "კვარა" ბედნიერი იყოს და სხვასთან არ წავიდეს. შენ მას უბრალოდ ფული უნდა გადაუხადო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს მოლაპარაკებებს, დე ლაურენტისი თუ ჯოვანი მანა (სპორტული დირექტორი).

"ნაპოლი" სამაგალითო კლუბია, რომელმაც უამრავი მოგება ნახა და ფინანსები წესრიგში აქვს. მე გაოცებული ვარ, თუ ვის
ანდობს კლუბი სატრანსფერო ბაზარს.

მანა ახალგაზრდა კაცია, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებსა და მომავალზე. ის დიდებული სკაუტია, რომელსაც ტალანტების აღმოჩენა შეუძლია, მაგრამ მას გამოცდილება აკლია და ეს სატრანსფერო ბაზრის ზოგიერთ ნიუანსში გამოჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ, ფეხბურთელი გაყიდო და ითანამშრომლო მნიშვნელოვან აგენტებთან", - თქვა კანელამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯუღელის კვალიფიკაციაში ეჭვი მეპარება
ურო
13:36 05-09-2024
10
საიდან არ უვლიან ჯუღელს, რომ კონტრაქტი გაანახლონ,მაგრამ არაა ჯუღელი მაგათი მოსატყუებელი ტიპი.
მირიან
15:03 05-09-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული